2012-06-05

Mercedes-Benz G-class

თუ დღეს–დღეობით წსრაფი ‘’ჯიპების’’ მოყვარულები G55 AMG – ვერსიას ყიდულობენ, მომავალში ისინი ყველანი გადასხდებიან ახალ G63 AMG–ზე, რომელიც აღჭურვილი იქნება 5,5 ლიტრის მოცულობის V8 ტიპის ძრავით, ორმაგი ტურბოდაბერვის ფუნქციით, რომელიც დაახლოებით 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი 34 ცხენით მეტია ვიდრე წინამორბედ მოდელში ვხვდებოდით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 5 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის ადგილს დაიკავებს 7 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი ინდექსით AMG Speedshift Plus. სამშობლოში–გერმანიაში ავტომობილის მინიმალური ფასი 115 500 ევრო იქნება.
ხოლო მათთვის ვისთვისაც 8 ცილინდრიანი 544 ცხენის ძალი მქონე ძრავი საკმარისი არ არის შეუძლიათ შეიძინონ ახალი მოდიფიკაცია Mercedes-Benz G65 AMG, 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ტიპის ძრავით, რომელიც გასაოცარ 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და უკვე აღნიშნული AMG Speedshift Plus –ით იმართება. ყოველივეს გათვალისწინებით ‘’ყველგანმავალი’’ 0-100კმ/სთ–მდე აჩქარებას დაახლოებით 5 წამს მოანდომებს, რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, იგი ავტომობილის დიდი წონის გამო ხელოვნურადაა შეზღუდული 230 კმ/საათის ნიშნულზე. ფასები 6 ლიტრიან G – ზე 222000 ევროდან დაიწყება.


რაც შეეხება სხვადასხვა მოდიფიკაციებს აქ შემოთავაზებულია G350 BlueTEC დიზელი, 211 ცხენის ძალით, ფასი 88 896 ევრო. ასევე ბენზინის 8 ცილინდრიანი G500, ფასით 104 148 ევრო. ხოლი ამავე G500 Cabrio ვერსიის შეძენა 105 140 ევროდანაა შესაძლებელი. (ყველა ფასები მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ანუ ესაა სუფთა ფასები, რომლებიც იმის მიხედვით გაიზრდება თუ რომელი ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება ესა თუ ის კონკრეტული ავტომობილის მოდიფიკაცია.
დამატებითი ოფციებიდან აღსანიშნავია საღებავის განსაკუთრებული სახეობა – Designo Magno Paint, რომელშიც 5100 ევროს გადახდა მოგიწევთ. ასევე ადაპტირებადი კრუიზკონტროლი – Distronic Plus, იგი 1550 ევრო ღირს. და სხვადასხვა ინტერიერის მოპირკეთების ექსკლუზიური პაკეტები, რომელთა ფასიც 4000 ევროდან იწყება.
ავტომობილთან დაკავშირებით ინფორმაციები ყოველდღიურად ნახლდება, ამიტომაც დროთა განმავლობაში ავტომობილზე კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ცნობილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий