2012-06-10

ახალი SLK-ს პირველი ბრძოლა

Mercedes SLK-ს წლე­ბის განმავლობაში არა­ერ­თი ეპი­თე­ტი მი­უძღ­ვ­ნეს. მათ შო­რის, ერ­თ­-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი «ქა­ლე­ბის ფე­რა­რი» იყო. მა­მა­კა­ცე­ბი მას­ში ნაღდ ­კა­ცურ სტილს ვერ ხე­დავ­დ­ნენ. არა­და, SLK ჰარ­დ­ტო­პი­ა­ნი კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბის პი­ო­ნე­რი გახ­ლ­დათ და მი­სი მი­ზა­ნი არა მარ­ტო სი­ლა­მა­ზე, არა­მედ სპორ­ტუ­ლო­ბაც იყო. მაგ­რამ SLK-ს ძა­ლი­ან დიდ­ხანს შერ­ჩა «ქა­ლა­ჩუ­ნა კა­ცე­ბის მან­ქა­ნი­სა» და «ქა­ლე­ბის ფე­რა­რის» სა­ხე­ლი.
შტუტ­გარ­ტე­ლებ­მა ახ­ლა­ხან SLK-ს უახ­ლე­სი ვა­რი­ან­ტი შექ­მ­ნეს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს იმი­სათ­ვის, რომ ძველი შეფასებები დავიწყებას მიეცეს. ამის მიღ­წე­ვა კი, პირ­ველ რიგ­ში SLS-ის მკაც­რი სა­ხით სურთ, რო­მე­ლიც SLK-ში სრულად არა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დი დო­ზით გა­და­ი­ტა­ნეს. მაგ­რამ ახ­ლა სულ სხვა კითხ­ვა გვიჩ­ნ­დე­ბა: იქ­ნებ ასე­თი სა­ხე ზედ­მეტს გვპირ­დე­ბა და შვაბ­მა კაბ­რი­ომ არც ამ მხრივ გა­ა­მარ­თ­ლოს იმე­დე­ბი? ზედ­მეტ­ში იმას ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ ასე­თი სა­ხე ავ­ტო­მო­ბი­ლის­გან მეტ სპორ­ტუ­ლო­ბას და სიმ­კაც­რეს მო­ითხოვს. ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად ავი­ღეთ SLK 250, 204 ცხე­ნის ძა­ლით. მთე­ლი ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტი­კას­თან და ოფ­ცი­ო­ნა­ლურ «მოხ­ვე­ვის პირ­და­პირ სის­ტე­მას­თან» ერ­თად 44 577 ევ­რო ღირს. ამა­ზე და­ბა­ლი სიმ­ძ­ლავ­რის SLK-ს კი მან­ქა­ნის სპორ­ტუ­ლად ტა­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ნაღ­დად არ ვურ­ჩევთ, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლი 1.5 ტო­ნას იწო­ნის.
ისე, არც მი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან მსუ­ბუ­ქე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ, SLK-ზე გა­ცი­ლე­ბით იაფად ფა­სო­ბენ: აგერ, მა­გა­ლი­თად Audi TT 211 ცხე­ნის ძა­ლით, რო­მე­ლიც 35 050 ევ­რო ღირს და «მერ­სე­დე­სის» და­რად, ოთხი ცი­ლინ­დ­რი­თა და ტურ­ბი­რე­ბუ­ლი ძრა­ვი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და BMW Z4 204 ცხე­ნის ძა­ლით, რომ­ლის ფა­სი 36 400 ევ­რო­დან იწყე­ბა და რო­მე­ლიც 6 ცი­ლინ­დ­რით იწო­ნებს თავს. მთა­ვა­რი კითხ­ვე­ბი კი ასე ჟღერს: ჩა­ა­ბა­რებს SLK სპორ­ტუ­ლო­ბის ტესტს? ან იქ­ნებ სხვა კრი­ტე­რი­უ­მებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბით სურს თა­ვი­სი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სის გა­მარ­თ­ლე­ბა?
პა­სუ­ხი: Mercedes SLK 250 სპორ­ტუ­ლო­ბის იმე­დებს პირ­ვე­ლი­ვე კი­ლო­მეტ­რებ­ზე გა­გიც­რუ­ებთ. მი­სი ავ­ტო­მა­ტუ­რი კო­ლო­ფი კომ­ფორ­ტუ­ლი­ა, მაგ­რამ ტემპერამენტი კი აშკარად აკლია, რად­გან გა­დარ­თ­ვე­ბის დროს წე­ლავს (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, რო­მელ რე­ჟიმს ჩარ­თავთ). სპორ­ტუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით ვერც 1.8-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვა გვა­ო­ცებს: სტრე­სის დროს ძა­ლი­ან იძა­ბე­ბა, მა­ღალ ბრუ­ნებ­ზე კი საერთოდაც იტანჯება.
SLK-ს სა­უ­ბე­დუ­როდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ მას არც სვლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი აქვს ისე­თი, კონ­კუ­რენ­ტე­ბი სპორ­ტუ­ლო­ბა­ში რომ და­ჯაბ­ნოს. მარ­თა­ლი­ა, მკვეთრ მო­სახ­ვე­ვებ­ში შეს­ვ­ლას დი­დი მონ­დო­მე­ბით იწყებს, მაგ­რამ კურ­სის მცი­რე და სწრაფ ცვლი­ლე­ბა­საც კი მწყობ­რი­დან გა­მო­ყავს. გარ­და ამი­სა, «მერ­სე­დე­სის» თავ­მომ­წო­ნე როდ­ს­ტე­რი პა­ტა­რა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეც იოლად წა­მო­ე­გე­ბა, ნი­ან­გი­ვით იქ­ცე­ვა და უკა­ნალს ვე­ღარ აკონ­ტ­რო­ლებს - და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ESP-ს დროს ხდე­ბა!
ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და სპორ­ტუ­ლო­ბას. სა­მა­გი­ე­როდ, SLK-ს სხვა კრი­ტე­რი­უ­მებ­ში აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პლუ­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, ის ყვე­ლა­ზე ეკო­ნო­მი­უ­რია (ა­მა­ში სტარ­ტ­-­ს­ტოპ-ავ­ტო­მა­ტი­კაც ეხ­მა­რე­ბა) და ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი­ც. სა­ლო­ნის სივ­რ­ცის მი­ხედ­ვით ორი­ვე კონ­კუ­რენტს ჯობ­ნის და ხმა­უ­რი­ზო­ლა­ცი­აც BMW-სა და Audi-ზე კარ­გი აქვს. ერ­თი სიტყ­ვით, ეს არის ზაფხუ­ლის ლა­მა­ზი, კომ­ფორ­ტუ­ლი ლუქ­ს­-­კ­რუ­ი­ზე­რი, რო­მელ­საც მე­ტი სპორ­ტუ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ აწყენ­და.
ხო­ლო თა­ვი­ანთ სპე­ცი­ფი­კურ ნი­შას, სპორ­ტუ­ლო­ბას, მი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ხე­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ. მა­გა­ლი­თად, «ა­უ­დის» ორად­გი­ლი­ა­ნი GTI ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკლს გვთა­ვა­ზობს. მი­სი ოთხ­ცი­ლინ­დ­რი­ა­ნი, ტურ­ბი­რე­ბუ­ლი ძრა­ვა გუ­ლი­ა­ნად იკ­ბი­ნე­ბა, მა­ღალ ბრუ­ნებს ვაჟ­კა­ცუ­რად უძ­ლებს და თუ სპორ­ტულ რე­ჟიმ­საც ჩარ­თავთ, და­კი­დე­ბა ძა­ლი­ან ხის­ტი და იდე­ა­ლუ­რად სპორ­ტუ­ლი ხდე­ბა. Audi TT საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი სამართავია, ამავ­დ­რო­უ­ლად, სპონ­ტა­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს და თან ყუ­რადღე­ბი­ა­ნი­ცაა - ეს არის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს კარგ ხა­სი­ათ­ზე და­გა­ყე­ნებთ და სუ­ლაც არ ჭირ­დე­ბა რა­ღაც­-­რა­ღა­ცე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, TT შორ გზა­ზე წას­ვ­ლის­თ­ვი­საც გა­მოდ­გე­ბა, რად­გან სა­ლო­ნი­ცა და სა­ბარ­გუ­ლიც საკ­მა­ოდ ტე­ვა­დი აქვს. თუმ­ცა კომ­ფორ­ტი მის­თ­ვის არ არის მთა­ვა­რი თე­მა. ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მგზავ­რო­ბი­სას «ა­უ­დი» უფ­რო ხმა­უ­რი­ა­ნი­ა, ვიდ­რე მი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი აკუს­ტი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა აქვს, თუმცა ეს და­მა­ტე­ბი­თი ოფ­ციაა და 1 015 ევ­რო ღირს.
სა­ერ­თოდ, «ა­უ­დის» და­მა­ტე­ბი­თი ოფ­ცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კა TT-ს შემ­თხ­ვე­ვა­ში ძა­ლი­ან ცუ­დ, უკ­ბი­ლო ხუმ­რო­ბას გავს. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, უბ­რა­ლო კლი­მატ­კონ­ტ­რო­ლიც კი არ არის სე­რი­უ­ლი! ინ­გოლ­შ­ტად­ტე­ლე­ბი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის გზე­ბის და­მოკ­ლე­ბა­შიც კი ფულს (195 ევ­რო) ითხო­ვენ - უკაც­რა­ვად, მაგ­რამ სპორ­ტულ ავ­ტო­მო­ბილს მი­ნი­მუმ ეს მა­ინც უნ­და ქონ­დეს სე­რი­უ­ლად! BMW ამ თვალ­საზ­რი­სით გა­ცი­ლე­ბით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი­ა. მი­სი ყვე­ლა­ზე ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ფა­სი­ა­ნი ოფ­ცია ადაპ­ტუ­რი ამორ­ტი­ზა­ტო­რე­ბია (1 230 ევ­რო). ზო­გა­დად, Z4-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში BMW კლა­სი­კას არ ღა­ლა­ტობს: ინ­ტი­მუ­რი კოკ­პი­ტი, მოკ­ლე კი­ჩო, ძრა­ვა წინ, ამ­ძ­რა­ო­ბა უკან, ხოლო მის ექ­ვ­ს­ცი­ლინ­დ­რი­ან ძრა­ვას აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში მოვ­ყა­ვართ - მოკ­ლედ, აქ ყვე­ლა­ფე­რი­ა, რაც BMW-ს ფა­ნებს ძალიან უყ­ვართ.
2.5-ლიტ­რი­ა­ნი აგ­რე­გა­ტი ცალ­კე სა­ლა­პა­რა­კო თე­მაა - მარ­თა­ლი­ა, მას­ში ნამ­დ­ვი­ლი სიმ­ძ­ლავ­რე მხო­ლოდ მა­ღალ ბრუ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას უნ­და ეძე­ბოთ, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ არის ნაკ­ლი მა­შინ, რო­ცა ძრა­ვას მა­ღალ ბრუ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა სი­ა­მოვ­ნებს. სა­სი­ა­მოვ­ნოა გა­და­ცე­მე­ბის გა­დარ­თ­ვაც და მე­რე რა, რომ Z4 არ არის ისე­თი სპონ­ტა­ნუ­რი, რო­გო­რიც TT, სა­მა­გი­ე­როდ, საქ­მეს «ა­უ­დი­ზე» გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი მარ­თ­ვა, ზო­მი­ე­რი კომ­ფორ­ტი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სპორ­ტულობა და ელექ­ტ­რო­ნი­კა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მზა­და­ა, და­გეხ­მა­როს - ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, BMW-ს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვი­თაც არა­ვის არ უნ­და გა­უკ­ვირ­დეს.

1. BMW Z4 sDrive 23i - 350 ქულა
ყვე­ლა­ზე სპორ­ტუ­ლი პრო­პორ­ცი­ე­ბი, «გემ­რი­ე­ლი», ექ­ვ­ს­ცი­ლინ­დ­რი­ა­ნი ძრა­ვა, სვლის იდე­ა­ლუ­რი დი­ნა­მი­კა - და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი­ა, ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ კარგ კომ­ფორ­ტ­თან ერ­თად. მი­ნუ­სე­ბი: სი­ვიწ­რო­ვე სა­ლონ­ში და საწ­ვა­ვის მა­ღა­ლი ხარ­ჯი.

2. Audi TT Roadster 2.0 TFSI - 340 ქულა
ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც GTI თა­ო­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო კაბ­რი­ო­ლეტს გვთა­ვა­ზობს. მარ­ტი­ვად სა­ტა­რე­ბე­ლი, სპორ­ტი­სა და კომ­ფორ­ტის ნორ­მა­ლუ­რი ნა­ზა­ვით, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი და მოხ­დე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. მი­ნუ­სე­ბი: წი­ნა ამ­ძ­რა­ო­ბა, ხმა­უ­რი­ა­ნო­ბა.

3. Mercedes SLK 250 - 337 ქულა
მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი, იდე­ა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი. SLK სწრა­ფი­ცაა და ამავ­დ­რო­უ­ლად ეკო­ნო­მი­უ­რიც, თა­ნაც, SLS-ის სა­ხე აქვს. მი­ნუ­სე­ბი: ძვი­რია და არას­პორ­ტუ­ლი

დას­კ­ვ­ნა
ოდნავ აც­დე­ნა უკ­ვე გზი­დან გა­დას­ვ­ლას ნიშ­ნავს - SLK ვერ გახ­და სპორ­ტუ­ლი როდ­ს­ტე­რი. მარ­თა­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი «მერ­სე­დე­სის­თ­ვის» და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ზუს­ტი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ასეთ ავ­ტო­მო­ბილ­ში პირ­ვე­ლი რიგ­ში მა­ინც სვლის კულ­ტუ­რა გვა­ინ­ტე­რე­სებს ხოლო SLK-ს სპორ­ტუ­ლო­ბა არ გა­მოს­დის. მიუხედავად ამისა, ორი­ვე კონ­კუ­რენ­ტ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი­ა. მე­ტო­ქე­ე­ბი კი უფ­რო კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან: Audi TT მშვე­ნი­ე­რი ორად­გი­ლი­ა­ნი GTI კაბ­რი­ო­ლე­ტი­ა, BMW Z4 კი კლა­სი­კუ­რი სპორ­ტუ­ლი როდ­ს­ტე­რი, რო­მე­ლიც ამავ­დ­რო­უ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი­ცა­ა. ინფორმაციის წყარო

"პრობლემა" BMW m3 vs Mercedes-Benz c63 AMG


BMW M3 ისევ ბრწყინვალე ფორმაშია, რასაც მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა სპეციალურად ამ შედარებისთვის გადაკეტილ ტრეკზე შევდივართ. ეს არის ადგილი, სადაც ასეთი ავტომობილები ორთქლს უშვებენ ხოლმე. ჩვენ აქ მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ვართ და არა გასართობად, ისე კი, კარგი იქნებოდა, რომ M3-ის ყველა მფლობელი ცდილობდეს ასეთ ტრეკზე მოხვედრას, რადგან ჩვეულებრივ ქუჩებში ამ მანქანას ან ფასი ეკარგება, ანაც თუ ტრეკზე საკეთებელს ქალაქში გააკეთებ, გართობა დიდხანს არ გაგრძელდება. აქ M3-ის თავისი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ეძლევა და პრინციპში ჩვენც ვერთობით მისი ძრავის ხმით, მისი ცეკვით, მოსახვევებში ცხვირის მოხდენილად შეყოფით და მარჯვენა ფეხის ისევ ბოლომდე ჩაძირვით - აი, კლასი, აი, სიამოვნება!
...და რა ხდება ამ დროს მეორე საჯინიბოში? «მერსედესის» მენიუში M3 Coupé-ს ღირსეული კონკურენტი გვაკლდა, ახლა კი სცენაზე C 63 AMG-ის სახით სწორედ ის ავტომობილი გამოდის, რომელმაც ბავარიულ სპორტულ ეტალონს კონკურენცია უნდა გაუწიოს, ან, როგორც შტუტგარტში ამბობენ, სეირი უჩვენოს. იგივე ფორმატი, იგივე ბაზა, მაგრამ კაპოტქვეშ ტურბო არ ჩანს — პირდაპირ Fullsize-V8-სთან, 6.2-ლიტრიან უმძლავრეს აგრეგატთან გვაქვს საქმე, რომელიც მაღალ ბრუნებზე მუშაობს და ღრმად სუნთქავს. გასაგებია, რომ მალე ამ ტიპებს ტურბინიანი ძრავებითაც ვიხილავთ - დამატებითი სასუნთქი მილებით, საწვავის ოპტიმირებული ხარჯით და ა.შ. მანამდე კი არსებულს მივხედოთ: მაშასადამე, ბრუნების პროფესორები ერთმანეთის წინააღმდეგ!
ძრავების ტიპები ერთნაირია, მაგრამ «მერსედესს» ამ შემთხვევაში მეტი სიმძლავრე აქვს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ: 50 პროცენტით მეტი მოცულობა, 50 პროცენტით მეტი ბრუნის მომენტი! ამასთან, 37 ცხენის ძალით მეტი, რაც საერთო ჯამში C 63 AMG-ში 457 ცხენის ძალას ქმნის. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - ყველაფერი როდი ბრწყინავს, რაც ქაღალდზე წერია: თუკი M3-ის შემთხვევაში ზეიმი 8300 ბრუნზე მთავრდება, AMG გაცილებით ცივილურია — 5000 ბრუნზე თავს კარგად გრძნობს, 7200 შეუძლია, მაგრამ ასეთ მწვერვალზე BMW-ს V8 აგრეგატი თავს უფრო კარგად გრძნობს. ჰო, ჰო, სამაგიეროდ, «მერსედესი» შედარებით მშვიდად დადის, სისწრაფის შედარებისას კი ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ M3 163 კილოგრამით მსუბუქია.
BMW-ს M-ის უნაკლო, ორმაგი შეჭიდების გადაცემათა კოლოფი აქვს, რომელიც საფეხურიდან საფეხურზე გემრიელად გადადის და ავტომატიკის რეჟიმშიც სრულყოფილია. ბენცში ცნობილი AMG-ავტომატიკაა წარმოდგენილი შვიდი საფეხურით, რომელიც ასევე არ არის ცუდი, მაგრამ BMW-ს კოლოფთან შედარებით, ქვემოთ გადართვისას ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტი არ არის.
იმის შეგრძნება, რომ BMW M3 სპორტული ჟინით C 63 AMG Coupé-ს მაინც ჯობია, მოსახვევებში ძლიერდება. იმ დროს, როცა ბავარიელი მძღოლის ყველა მითითებას ასპროცენტიანი სიზუსტით ასრულებს, «მერსედესი» დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მკვეთრ მოსახვევში შესვლისას «მერსედესის» მოხვევის სისტემა არ არის ისეთი პირდაპირი, როგორიც BMW-სია. პრობლემა არ არის, რადგან C 63 AMG Coupé კარგად დამორჩილებადია, უბრალოდ, სპორტული თვალსაზრისით არ არის ისეთი გაწონასწორებული, როგორც M3.
გასაოცარი ის არის, რომ BMW-ში სპორტულობის მაღალ დონეს კომფორტი არ ეწირება - თუ არ ჩავთვლით ასეთი სიმძლავრისა და ზოგადად ძრავის მქონე ავტომობილისთვის დამახასიათებელ ხმაურს, რაც დროთა განმავლობაში ნერვებს მოგვიშლის. «მერსედესი» ამ თვალსაზრისით უფრო მოხდენილია.
M3-მა გაიმარჯვა, მაგრამ მხოლოდ ქულებით. რაც უნდა იყოს, C 63-საც განსაკუთრებული შარმი აქვს: უაღრესად ტემპერამენტიანი და ცოტა არ იყოს, დამღლელი BMW-ს ფონზე, მისი გაწონასწორებულობა გადაკეტილი ტრეკის მიღმაც სასიამოვნოა.

ჯამი
1 - BMW M3 Coupé - 340 ქულა
კომპაქტური სპორტული კუპეების კლასში ეს ავტომობილი კვლავინდებურად პირველია — შესანიშნავი V8 ძრავა, საუცხოო დინამიკა, ნაღდი სპორტული ხმა. ერთი ეგაა, რომ ზედმეტად ძვირი გვეჩვენება
2 - Mercedes C 63 AMG Coupé - 325 ქულა
ძრავის მოცულობა სამეფოა: 6.2 ლიტრი! სამწუხაროდ, C 63-ს აკლია სვლის დინამიკის ის ნიჭი, რაც M3-ში ასე მოგვწონს. სამაგიეროდ, C 63 AMG Coupé ფასთან შესაბამისობით ჯობნის მეტოქეს, რაც «მერსედესის» შემთხვევაში, დაგვეთანხმებით, დასაფასებელი მოვლენაა. ინფორმაციის წყარო

2012-06-05

Mercedes-Benz G-class

თუ დღეს–დღეობით წსრაფი ‘’ჯიპების’’ მოყვარულები G55 AMG – ვერსიას ყიდულობენ, მომავალში ისინი ყველანი გადასხდებიან ახალ G63 AMG–ზე, რომელიც აღჭურვილი იქნება 5,5 ლიტრის მოცულობის V8 ტიპის ძრავით, ორმაგი ტურბოდაბერვის ფუნქციით, რომელიც დაახლოებით 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი 34 ცხენით მეტია ვიდრე წინამორბედ მოდელში ვხვდებოდით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 5 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის ადგილს დაიკავებს 7 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი ინდექსით AMG Speedshift Plus. სამშობლოში–გერმანიაში ავტომობილის მინიმალური ფასი 115 500 ევრო იქნება.
ხოლო მათთვის ვისთვისაც 8 ცილინდრიანი 544 ცხენის ძალი მქონე ძრავი საკმარისი არ არის შეუძლიათ შეიძინონ ახალი მოდიფიკაცია Mercedes-Benz G65 AMG, 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ტიპის ძრავით, რომელიც გასაოცარ 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და უკვე აღნიშნული AMG Speedshift Plus –ით იმართება. ყოველივეს გათვალისწინებით ‘’ყველგანმავალი’’ 0-100კმ/სთ–მდე აჩქარებას დაახლოებით 5 წამს მოანდომებს, რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, იგი ავტომობილის დიდი წონის გამო ხელოვნურადაა შეზღუდული 230 კმ/საათის ნიშნულზე. ფასები 6 ლიტრიან G – ზე 222000 ევროდან დაიწყება.


რაც შეეხება სხვადასხვა მოდიფიკაციებს აქ შემოთავაზებულია G350 BlueTEC დიზელი, 211 ცხენის ძალით, ფასი 88 896 ევრო. ასევე ბენზინის 8 ცილინდრიანი G500, ფასით 104 148 ევრო. ხოლი ამავე G500 Cabrio ვერსიის შეძენა 105 140 ევროდანაა შესაძლებელი. (ყველა ფასები მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ანუ ესაა სუფთა ფასები, რომლებიც იმის მიხედვით გაიზრდება თუ რომელი ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება ესა თუ ის კონკრეტული ავტომობილის მოდიფიკაცია.
დამატებითი ოფციებიდან აღსანიშნავია საღებავის განსაკუთრებული სახეობა – Designo Magno Paint, რომელშიც 5100 ევროს გადახდა მოგიწევთ. ასევე ადაპტირებადი კრუიზკონტროლი – Distronic Plus, იგი 1550 ევრო ღირს. და სხვადასხვა ინტერიერის მოპირკეთების ექსკლუზიური პაკეტები, რომელთა ფასიც 4000 ევროდან იწყება.
ავტომობილთან დაკავშირებით ინფორმაციები ყოველდღიურად ნახლდება, ამიტომაც დროთა განმავლობაში ავტომობილზე კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ცნობილი.

ვიდე მასალები

mercedes-benz E კლასი

Mercedes-Benz E-Class ეს არის საშუალო მაღალი ან ბიზნეს კლასის მანქანა. ეს ავტომობილი ყოველთვის იყო Mercedes ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი,რომელიც 1953 წლიდან იწარმოება.მას ყოველთვის გამოარჩევდით და გამოარჩევთ განსხვავებული დიზაინით და ეკონომიურობით. მას პირველი თაობიდან მოყოლებული კარგი გაყიდვები აქვს, მაგრამ W114 W123 და W124 რამდენიც გაიყიდა ალბათ მაგდენი E-Class ი აღარასდროს აღარ გაიყიდება, ესენი იყვნენ ის მოდელები რომლებმაც Mercedes-Benz ი აქციეს მსოფლიოში ყველაზე სანდო ყველაზე გაყიდვად ყველაზე სასურველ და ყველაზე გამძლე ავტომობილად

.
 W123 ის მარტო 4 კარიანი სედანის 2397514 ეგზემპლიარი გამოვიდა და გაიყიდა არ დაგავიწყდეთ რომ არსებობდა W123 ის 2 კარიანი კუპე და 4 კარიანი Estate მათ გაყიდვებსაც თუ მივამატებთ ჯამში მივიღებთ 2696915 გაყიდულ W123 რაც ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია.

 არ არის ცნობილი თუ რამდენი W124 გაიყიდა მაგრამ ცნობილია რომ W124 ავტომობილების არსებობის ისტორიის მანზილზე აღიარებულია როგორც ყველა დროის ერთერთ ყველაზე გამძლე ყველაზე სანდო და ყველაზე ლამაზ ავტომობილად. ამ მანქანამ ყველა ავტომწარმოებელს დაანახა თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად კარგი ავტომობილი. W124 ის შემდეგ გამოვიდა W210 და W211 მაგრამ ისეთი წარმატებული როგორიც W124 იყო ვერცერთი ვერ გახდა. მაგრამ დღევანდელ E-Class ს ანუ W212 ს ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ისეთივე წარმატებული გახდეს როგორიც W124 იყო ამისთვის ყველა წინა პირობა არსებობს. მე თუ მკიტხავ დღესდღეობით W212 თავისი კლასის ისეთივე მეფეა როგორიც თავის დროზე W124 იყო. W212 ს ერთადერთი ხელს მსოფლიო ფინანსური კრიზისი თუ შეუშლის თორე დანარჩენი ამ ავტომობილს ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ერქვას Mercedes-Benz ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.ინფორმაციის წყარო

MERCEDES-BENZ 190E

Mercedes-Benz 190E 2.3–16 Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution I Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II Mercedes-Benz 190E, მისი დებიუტი 1982წელს მოხდა, ავტომობილი მთელს მსოფლიოში უდიდესი ტირაჟით გაიყიდა. შესანიშნავი დიზაინი, მიმზიდველი ფასი და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები, ის პლიუსები იყო, რითაც ამ ავტომობილმა ფართო აღფრთოვანება დაიმსახურა და მყიდველთა გულები დაიპყრო. თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა მეომარი ხასიათი იმალება Mercedes-Benz 190E დასახელების მიღმა. ამ ავტომობილებს სხვათაგან გამოყოფდა, თუმცა ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ციფრი – 16. ყველაფერი დაიწყო შორეულ 70 – იან წლებში. მაშინ როდესაც მერსედესის გუნდი რეგულარულად და საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა რალიში. 190 მოდელის გამოჩენიდან შტუტგარტში გადაწყვიტეს მერსედესის სარბოლო ტრადიციების გაგრძელება, და გადაწყდა თანამშრომლობა იმ დროისთვის მსოფლიო ავტოსპორტის ერთ–ერთ ბობოლა კომპანიასთან, Cosworth–თან. ინგლისელები დაეხმარნენ გერმანელებს 2.3 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავის ნამდვილ მონსტრად გადაქცევაში, საუკეთესო შემთხვევაში ამ ძრავიდან 320 ცხენის ძალის რესურსი იქნა ამოღებული. Cosworth 2.3 16 ძრავი 1983 წელს იქნა პრეზენტირებული, მისი მონაცემები ძალზედ შთამბეჭდავი იყო, და იმ დროინდელ ბევრ ე.წ. ‘’სპორტქარსაც’’ კი თავზარს სცემდა. მართალია იმ დროისთვის რალიში მერსედესს არანაირი შანსები არ გააჩნდა 4 X4–ზე, ტურბირებული აუდი Quattro–ის წინააღმდეგ, თუმცა შვაბები არ დანებდნენ და საკუთარი ინტერესი გერმანულ DTM–ის ჩემპიონატზე გადაიტანეს რომლის რეგლამენტის მიხედვითაც ნებისმიერ მონაწილე მანქანას უნდა ჰყოლოდა მისი ე.წ. ‘’სამოქალაქო’’ ვარიანტიც სარბოლოს გარდა. სერიული მერსედეს 190Е 2.3–16 დებიუტი 1983 წელს სექტემბერში ფრანქპურტში მოხდა. Cosworth ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა 190–ის სამოქალაქო ვერსიის ძრავის მიმართაც. შედეგი – ახალი ბლოკის თავაკი (გალოვკა), რომელიც დამზადებული იყო Cosworth–ის ქარხანაში, დიდ ბრიტანეთში. ძრავი საკმაოდ კარგი გამოდგა, იგი იძლეოდა 185 ცხენის ძალას და ავითარებდა 245 მბრუნავ მომენტს. ეს კი 190–ს შესაძლებლობას აძლევდა 100კმ /საათში სიჩქარე 7.5 წამში განევითარებინა და მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/საათს აჭარბებდა. თუმცა Cosworth–ის ხელი არა მარტო ძრავებს დაეტყო. შეიცვალა საჭის მექანიზმი, მანქანის მართვა უფრო ‘’ბასრი’’ გახდა, საწვავის ავზის მოცულობა 55 იდან 70 ლიტრამდე გაიზარდა, ასევე მანქანის საბაზო აღჭურვილობაში შევიდა გაუმჯობესებული დიფერენციალი. გამოჩნდა ე.წ. SLS (Self-Leveling Suspension)– სისტემა, რომელიც ერთ დონეზე ინარჩუნებდა მაქნანის თვლების საგზაო ხედს, და წინა დაკიდების სისტემა კი მთლიანად სპორტული გახდა, აღიჭურვა სპორტული, ხისტი ამორტიზატორებით. რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, თვალშისაცემია კომპანია Recaro–ს სავარძლები წინ და უკან. და სამი დამატებითი კონსოლი. საინტერესოა, რომ 190 2.3 –16–ის გადაცემათა კოლოფი მთლიანად წარმოადგენს უმაღლესი დონის მექანიკური გადაცემათა კოლოფის Getrag–ის ზუსტ ასლს, მთლიანად შეიცვალა სიჩქარეთა გადართვის სტანდარტი, რამაც შექმნა სიჩქარეთა ცვლის უკეთესი შესაძლებლობა, ამ კოლოფმა მთლიანად სრულყოფილი სახე 3 წლის შემდეგ მიიღო. 1983 წელს 190 2.3-16 – მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი გამძლეობაში, სპეციალურად მომზადებულმა ავტომობილმა გაიარა 50 000კილომეტრი, ისე რომ მისი საშუალო სიჩქარე 247.88 კმ/საათში იყო, რაც დღესაც უაღრესად შთამბეჭდავი შედეგია. ყოველივე ამ უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგი იყო მსოფლიო სიჩქარის 12 რეკორდი, გამძლეობის ტესტზე. ასევე 1984 წელს გერმანული ‘’ნიურბურგრინგის’’ გახსნაზე გერმანელებმა პირველი რეისი მხოლოდ Mercedes-Benz 190E 2.3–16–ით შეასრულეს, რაც უთუოდ ამ ავტომობილის უდიდეს დაფასებაზე და აღიარებაზე მიუთითებს.

Mercedes-Benz CLS მოდელი


CLS 500 Blue EFFICIENCY



 CLS-ის კლასი მერსედესმა სპეციალურად შექმნა ეს მოდელი, სადაც ელეგანტურობა და დინამიურობა ერთმანეთან იდეალურადაა შერწყმული. კომფორტაბელურობა და ფუნქციონალური მრავალფეროვნებები მეტად მომხიბვლელს ხდის მას. CLS-ს ახასიათებენ როგორც, მაღალი სტილის ახალი ეტალონს. ის დღემდე რჩება თავის კლასში ერთადერთ ოთხკარიან კუპედ . მკვეთრი, გამოკვეთილი ფორმები ხაზს უსვამს მის დიზანის მაღალი დონეს. დაბლა დახრილი ძრავის საფარებელი კორპუსი უფრო წაგრძელებულ ფორმებს წარმოაჩენს. კორპუსის წინა და უკანა ნაწილები ერთმანეთში ორგანულად ერწყმის.
 
350 Blue EFFICIENCY

 ინოვაციური ხასიათი შეინიშნება დიზაინში. სიბნელეში CLS -ის ფარები მისი გაბარიტების გამო შეუძლებელია სხვაში აგერიოთ. ამ მოდელში დომინირებს ელეგანტური სპორტული ხაზი. ამ დიზაინის გამორჩეულობა მის ფერებშიც ჩანს. კორპუსი დაფარულია ერთი ფერის ლაკირებული საღებავით ან მეტალიკის ტიპის საღებავით, რაც ასევე ძალიან ეფექტურია.
 
CLS 500 Blue 4MATIC EFFICIENCY

 იმისთვის, რომ მერსედესის სალონის დიზაინი კარგად ერგებოდეს მფლობელის გემოვნებას შემოთავაზებულია განსხვავებული ვარიანტები. სალონი გაკეთებულია ბუნებრივი ხის მასალისგან გაკეთებული დეტალებით. უსაფრთხოებისთვის ავტომობილი არჭურვილია BAS, ESP, ADAPTIVE BRAKE უსაფრთხოების სისტემებით. პასიურ უსაფრთხოებას რაც შეეხება, მოდელი აღჭურვილია 8 უსაფრთხოების ბალიშით.
CLS 63 AMG

 განსაკუთრებული სპორტული მახასიატებლებით გამოირჩევა CLS 500 Blue EFFICIENCY და CLS 500 4MATIC BlueEFFICIENCY. Mercedes CLS შვიდ საფეხურიან, 7G-TRONIC გადაცემის კოლოფს ფლობს. საერთოდ კი CLS ოთხი მოდელი, რომელიც 250 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს არიან: CLS 350 Blue EFFICIENCY, CLS 500 Blue EFFICIENCY, CLS 500 Blue 4MATIC EFFICIENCY და CLS 63 AMG. CLS-ის ერთ-ერთი მოდელი 350 Blue EFFICIENCY 6 ცილინდრიანია, 3,4 ძრავით, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ში, მოიხმარს 6,8-7,0 ლიტრ საწვავს. შემდეგი მოდელია – CLS 500 BlueEFFICIENCY, 8 ცილინდრიანია, ძრავა 4,6-დან 5,8-მდე აქვს და 9 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს. მისი მაქსიმალური სიჩქარეც 250კმ/სთ-შია. CLS 500 4MATIC Blue EFFICIENCY -ის მოდელი კი 8 ცილინდრიანია, 4,7 ძრავით, 9,6–9,7ლიტრ საწვავს წვავს. CLS-ის მეოთხე მოდელი CLS 63 AMG, 8 ცილინდრიანია, 5,5 ძრავით და 9,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. Mercedes CLS -ის ფასი 14000 ევროდან იწყება და 53 000 ევრომდე ადის.ინფორმაციის წყარო

CLS 63 AMG

დაარსების ისტორია

Daimler-Motoren-Gesellschaft კომპანიის ისტორია აითვლება 1900 წლიდან.გარდა მანქანებისა ის აწარმოებდა ავიაციური და გემების ძრავებს.ამან გამოიწვია 1909 წელს ახალი ლოგოტიპის შემოღება – სამსხივიანი ვარსკვლავი,ამ მარკის წარმატების სიმბოლო,წყალზე,ხმელეთზე და ჰაერში.1926 წელს მოხდა ორი კომპანიის შერწყმა Daimler და Benz. გოთლიბ დაიმლერი არის პირველი 4 ბორბლიანი მანქანის და კომპანია Daimler-Motoren-Gesellschaft დამფუძნებელი.1901 წელს Daimler-Motoren-Gesellschaft მარკის ქვეშ გამოსულ მანქანას მერსედესი ეწოდა.ის დაარსა გოთლიბ დაიმლერმა 1890 წელს,იმ ბაზაზე სადაც შექმნა პირველი 4 ბორბლიანი მანქანა.პირველი Mercedes-35Р5 იყო 4 ცილინდრიანი ძრავით და კლასიკური გარეგნობა ჰქონდა.თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში დაიმლერი სხვადასხვანაირ მერსედესებს უშვებდა.პირველ ომის შემდეგ დროინდელ მანქანებს შორის იყო მერსედეს 28/95PS 6 ცილინდრიანი ძრავით. ეს სამუშაო 1923 წელს ახალმა ინჟინერმა ფერდინანდ პორშემ გააგრძელა და უფრო გააუმჯობესა მანქანები. 1926 წელს როდესაც ორი კომპანია Daimler და Benz-ი შეირწყა მას სათავეში ფერნინანდ პორშე ჩაუდგა.მათ მთლიანად განაახლა წარმოება და მოდელები რომლებიც Daimler-ის სახელით გამოდიოდა ახლა Mercedes-Benz-ი შეარქვა.1928 წელს პორშემ დატოვა კომპანია,რომელსაც ახლა უკვე ჰანს ნიბელი ჩაუდგა სათავეში.მისი ხელმძღვანელობით გაუშვეს Mannheim-370 6 ცილინდრიანი ძრავით მოცულობით 3.7 ლიტრი და Nurburg-500 8 ცილინდრიანი 4,9 ლიტრიანი აგრეგატით,რომლის ბაზა პორშეს ბოლო მოდელები იყო. 1930 წელს გამოჩნდა Grosser Merceries იგივე Mercedes-Benz-770 8 ცილინდრიანი და ძალიან მძლავრი. მაქს ზაილერის ტექნიკური ხელმძღვანელობით,რომელმაც ნიბელი 1935 წელს შეცვალა,იყო შექმნილი დაბალფასიანი და პოპულარული მანქანა 170V მოდელის,4 ცილინდრიანი ძრავით,პირველი მანქანა დიზელის ძრავით. 1954 წელს გამოჩნდა პოპულარული კუპე 300SL,კარების ტიპით ” თოლიას ფრთა”.მომდევნო წელს იქნა გამოშვებული დაბალფასიანი კაბრიოლეტი 190SL 4 ცილინდრიანი ძრავით. 1959 წელს ახალი ოჯახი შეიქმნა ავტომობილების,საშუალო კლასის,რომელთაც ერგოთ ელეგანტური კუზაო,ვერტიკალური ფარებით,დიდი საბარგული.მათ წარმოადგინეს ამ მარკის უმაღლესი დონე. Mercedes-Benz 600 წარმოდგენილი იყო მსოფლიოში საუკეთესო მანქანებს შორის.გამოიშვებოდა აგრეთვე პულლმანის ვარიანტში, სიგრძით 6240 მმ.1963 წელს სპორტული მანქანები სEცვალა უფრო მოკრძალებულმა მანქანებმა,ლამაზი სახურავით. 1972 წელს დაარსდა ახალი თაობა S-კლასის,რომელიც 1979 წელს შეცვლილი იქნა W-126 აეროდინამიური კუზაოებით. 1966 წელს იქნა წარმოდგენილი 2 კარიანი სპორტული მოდელები,4 ცილინდრიანი ძრავით. ახლა მსოფლიოში ძალიან განთქმულია მერსედესის მარკა,ის უსაფრთხო,მოსახერხებელი და ლამაზია.
ინფორმაციის წყარო