
CLS 500 Blue EFFICIENCY
CLS-ის კლასი მერსედესმა სპეციალურად შექმნა ეს მოდელი, სადაც ელეგანტურობა და დინამიურობა ერთმანეთან იდეალურადაა შერწყმული. კომფორტაბელურობა და ფუნქციონალური მრავალფეროვნებები მეტად მომხიბვლელს ხდის მას. CLS-ს ახასიათებენ როგორც, მაღალი სტილის ახალი ეტალონს. ის დღემდე რჩება თავის კლასში ერთადერთ ოთხკარიან კუპედ . მკვეთრი, გამოკვეთილი ფორმები ხაზს უსვამს მის დიზანის მაღალი დონეს. დაბლა დახრილი ძრავის საფარებელი კორპუსი უფრო წაგრძელებულ ფორმებს წარმოაჩენს. კორპუსის წინა და უკანა ნაწილები ერთმანეთში ორგანულად ერწყმის.

350 Blue EFFICIENCY
ინოვაციური ხასიათი შეინიშნება დიზაინში. სიბნელეში CLS -ის ფარები მისი გაბარიტების გამო შეუძლებელია სხვაში აგერიოთ. ამ მოდელში დომინირებს ელეგანტური სპორტული ხაზი. ამ დიზაინის გამორჩეულობა მის ფერებშიც ჩანს. კორპუსი დაფარულია ერთი ფერის ლაკირებული საღებავით ან მეტალიკის ტიპის საღებავით, რაც ასევე ძალიან ეფექტურია.

CLS 500 Blue 4MATIC EFFICIENCY
იმისთვის, რომ მერსედესის სალონის დიზაინი კარგად ერგებოდეს მფლობელის გემოვნებას შემოთავაზებულია განსხვავებული ვარიანტები. სალონი გაკეთებულია ბუნებრივი ხის მასალისგან გაკეთებული დეტალებით. უსაფრთხოებისთვის ავტომობილი არჭურვილია BAS, ESP, ADAPTIVE BRAKE უსაფრთხოების სისტემებით. პასიურ უსაფრთხოებას რაც შეეხება, მოდელი აღჭურვილია 8 უსაფრთხოების ბალიშით.

CLS 63 AMG
განსაკუთრებული სპორტული მახასიატებლებით გამოირჩევა CLS 500 Blue EFFICIENCY და CLS 500 4MATIC BlueEFFICIENCY. Mercedes CLS შვიდ საფეხურიან, 7G-TRONIC გადაცემის კოლოფს ფლობს. საერთოდ კი CLS ოთხი მოდელი, რომელიც 250 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს არიან: CLS 350 Blue EFFICIENCY, CLS 500 Blue EFFICIENCY, CLS 500 Blue 4MATIC EFFICIENCY და CLS 63 AMG. CLS-ის ერთ-ერთი მოდელი 350 Blue EFFICIENCY 6 ცილინდრიანია, 3,4 ძრავით, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ში, მოიხმარს 6,8-7,0 ლიტრ საწვავს. შემდეგი მოდელია – CLS 500 BlueEFFICIENCY, 8 ცილინდრიანია, ძრავა 4,6-დან 5,8-მდე აქვს და 9 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს. მისი მაქსიმალური სიჩქარეც 250კმ/სთ-შია. CLS 500 4MATIC Blue EFFICIENCY -ის მოდელი კი 8 ცილინდრიანია, 4,7 ძრავით, 9,6–9,7ლიტრ საწვავს წვავს. CLS-ის მეოთხე მოდელი CLS 63 AMG, 8 ცილინდრიანია, 5,5 ძრავით და 9,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. Mercedes CLS -ის ფასი 14000 ევროდან იწყება და 53 000 ევრომდე ადის.ინფორმაციის წყარო

CLS 63 AMG
Комментариев нет:
Отправить комментарий